თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგ პოსტს: ფარული მიყურადების რეგულირება და პრაქტიკა საქართველოში: 2017-2019. „არსებული საკანონმდებლო რეგულირების, პროაქტიულად გამოქვეყნებული და სხვადასხვა უწყებებიდან გამოთხოვილი მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტების, ისევე როგორც სხვა ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების რიცხვი ყოველწლიურად საგრძნობლად იმატებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)