თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში დირექტორობის მსურველ კონკურსანტებზე ინფორმაციას გვაწვდის.
„გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას 9 ადამიანი იღებს. ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2019 წლის აპრილში მოქმედი დირექტორი, ნათია კაპანაძე, მრჩეველთა საბჭოს იმპიჩმენტის შედეგად თანამდებობიდან გადააყენეს. კაპანაძე დირექტორად 2016 წელს აირჩიეს და ვადის ამოწურვამდე 6 თვე ჰქონდა დარჩენილი. მისი დირექტორობის პერიოდში აჭარის ტელევიზია არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ანგარიშში მოხვდა, როგორც მიუკერძოებელი და მზარდი ორგანიზაცია. მრჩეველთა საბჭოს წევრების მიერ კაპანაძის სადავო არგუმენტებით გადაყენება არასამთავრობო სექტორის მხრიდან მკვეთრად ნეგატიური შეფასების საგანი გახდა", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)