იმერეთი. საქართველოს სახალხო დამცველი ჭიათურაში, შპს „ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულ გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა, ასევე, გამართა შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან. „გაფიცულთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია საწარმოში შრომის პირობებისა და მუნიციპალიტეტში ეკოლოგიის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე მიუთითებს. სახალხო დამცველი მხარდაჭერას უცხადებს გაფიცულ თანამშრომლებს და აუცილებლად მიაჩნია, სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩართულობით, კომპანიამ მაქსიმალურად გაითვალისწინოს და დააკმაყოფილოს დასაქმებულების სამართლიანი მოთხოვნები. თავისი პოზიცია საქართველოს სახალხო დამცველმა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებშიც დააფიქსირა”, - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში", – „საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შრომითი უფლებების დაცვა, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა არსებითია როგორც ღირსეული სამუშაოს, ასევე მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და პროდუქტიული დასაქმების ხელშეწყობისთვის".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)