აჭარა. 25 მაისს, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან" არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრები იმყოფებოდნენ ქ. ბათუმში, ბოტანიკურ ბაღში, სადაც ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის (PITA) ორგანიზებით გაიმართა საქალაქო თამაშები, რომლის მთავარი თემაც ეკოლოგია იყო. „საქალაქო თამაშების ერთობლივად ჩატარების მიზანი იყო ახალგაზრდული ცენტრების წევრებს შორის კომუნიკაციის გაღრმავება და გუნდური მუშაობის უნარების გაუმჯობესება", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)