en
ge

სასამართლო დავები საჯარო დაწესებულებების წინააღმდეგ

სასამართლო დავები საჯარო დაწესებულებების წინააღმდეგ

თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) გააანალიზა ინფორმაცია 2013-2017 წლებში საჯარო დაწესებულებების წინააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავები და დაკისრებული ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ. 

„მოცემული ანალიზის ფარგლებში [2013-2017 წლებში საჯარო დაწესებულებების წინააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავები და დაკისრებული ფინანსური პასუხისმგებლობა] IDFI-მ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან საჯარო ინფორმაციის სახით მოითხოვა 2013-2017 წლებში კანონიერ ძალაში შესული მათ წინააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავების ჩამონათვალი, დავის საგნისა და დაკისრებული პასუხისმგებლობის მითითებით (მათ შორის, დაკისრებული და ანაზღაურებული თანხის ოდენობა)", - ვკითხულობთ IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, - „IDFI-მ ამავე წერილით მოითხოვა ინფორმაცია რეგრესის წესით შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისგან მოთხოვნილი და ანაზღაურებული ზიანის ოდენობა და ამ საკითხზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების რაოდენობა. საერთო ჯამში, გამოკვლეულ იქნა 89 საჯარო დაწესებულების, მათ შორის, სამინისტროების, პარლამენტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების წინააღმდეგ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები და უწყებათა მიერ რეგრესის წესით მოთხოვნილი და ანაზღაურებული ზიანის ოდენობა". 

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)