თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) აქვეყნებს მასალას „რატომ არ უნდა შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები”. „ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა ყალბ ინფორმაციასა და სიძულვილის ენასთან ბრძოლის მოტივით ცილისწამების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების აუცილებლობაზე, რასაც შესაძლოა გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტისა და ოპონენტების კრიტიკული აზრის შეზღუდვა მოყვეს", - ვკითხულობთ მასალაში, - „ამ გამოწვევების გათვალისწინებით, შევეცადეთ გაგვეანალიზებინა, თუ რა საფრთხეები ახლავს თან სადავო ინიციატივას და მის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიას. ასევე, მიმოვიხილეთ არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო საქმეები, სადაც შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნები ჩნდება მაშინ, თუ საქმე ხელისუფლების ოპონენტებს ეხება".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)