თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) აქვეყნებს კვლევას - „გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკი და საწვავის ხარჯები: 2017-2018".
კვლევაში მოცემულია გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ ავტოპარკის განახლება/შენახვის პრაქტიკისა და საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ანალიზი. ამ მიზნით, IDFI-მ 2018 წლის მიწურულს და 2019 წლის აპრილში ყველა (9) გუბერნატორის ადმინისტრაციას მიმართა, მათ ბალანსზე რიცხული ავტომობილების და 2017-2018 წლებში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. IDFI-მ, გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომობილების განკარგვასთან (უსასყიდლოდ გადაცემა, თხოვება და ა.შ.) დაკავშირებით, ასევე, ინფორმაცია მოითხოვა ცალკეული მუნიციპალიტეტებიდან.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი