თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშში ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ადრეულ ასაკში ქორწინება კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია, როგორც ანგარიშშია ხაზგასმული, „როდესაც საქმე ეთნიკურ უმცირესობას ეხება, ამ კონკრეტულ დანაშაულთან მიმართებით მკაცრი პოლიტიკა არ ტარდება". შესაბამისად, დღემდე პრობლემურია არასრულწოვანი გოგოების მოტაცება მათი დაქორწინების მიზნით, ძირითადად კი ეთნიკურ უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.
„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" წარმოადგენს ეთნიკურად აზერბაიჯანელ ნარგიზა ემანოვას, რომელიც ამ მანკიერ პრაქტიკას - აზერბაიჯანულ თემში ადრეულ და ბავშვობის ასაკში ქორწინებას ებრძვის.
წყარო: https://hrht.ge