თბილისი. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხების შესახებ. ტრენინგი ხელს უწყობს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგის განხორციელებაში.
ტრენინგის ციკლის დასრულების შემდგომ გამოცხადდება საგრანტო კონკურსი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისთვის.
ტრენინგი გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)