თბილისი. კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრმა გამოსცა ოქსფორდის სამოქალაქო საზოგადოების სახელმძღვანელოს ქართული თარგმანი. გამოცემა განკუთვნილია სამოქალაქო საზოგადოების შესწავლით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის და წარმოადგენს ამ თემაზე ყოვლისმომცველ საბაზისო ნაშრომს. წიგნი მკითხველს საშუალებას აძლევს გაეცნოს სამოქალაქო საზოგადოების წვლილვს, ისტორიას და თეორიებს მსოფლიოს მასშტაბით, განსხვავებულ კულტურულ კონტექსტში. სახელმძღვანელო გამოიცა ევროკავშირისა და კონრად ადენუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)