თბილისი. კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრმა (СTC) გამოსცა ოქსფორდის სამოქალაქო საზოგადოების სახელმძღვანელოს ქართული თარგმანი.
„ოქსფორდის სამოქალაქო საზოგადოების სახელმძღვანელო მკითხველს საშუალებას აძლევს გაეცნოს სამოქალაქო საზოგადოების წვლილს, ისტორიას და თეორიებს მსოფლიოს მასშტაბით, განსხვავებულ კულტურულ კონტექსტში.
სახელმძღვანელოს გამოცემა და კურსის დანერგვა შესაძლებელი გახდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში