თბილისი. „ქალთა ფონდი საქართველოში" გთავაზობთ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ბლოგს „აქტივიზმი ყოველთვის საფრთხეშია".
„ აქტივიზმი საქართველოში საფრთხეშია - ალბათ, არა მარტო საქართველოში, მაგრამ ჩემთვის ესაა უპირველესად საგანგაშო და ამიტომ მოგმართავთ - საქართველოში აქტივიზმი საფრთხეშია!", - მიიჩნევს ნანა ფანცულაია, - „არა და ჩვენ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა ყველაზე ხელშესახები პოზიტიური ცვლილებები ქვეყნის ცხოვრებაში სწორედ აქტივიზმს შეუძლია მოიტანოს, სოციალურ მოძრაობებს შეუძლიათ გამოიწვიონ. ეს არაა თეორიული განაცხადი, ამის არა ერთი მაგალითი ჩვენც გვაქვს, და არა ერთ სფეროში. აქტივისტები და აქტივისტური კამპანიები არის ის ძალა, რომელიც მოქალაქეებს ზრდის, სამოქალაქო საზოგადოებას ავითარებს და სამართლიანობის შეგნებას უყალიბებს. კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, რისთვის გვჭირდება აქტივიზმი, მაგრამ მგონი არაა საჭირო, რადგან ეს, ვფიქრობ, უკვე ვიცით. ახლა უნდა ვთქვათ, რა სჭირდება თვითონ აქტივიზმს".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი