აჭარა. 9 ივნისს, ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „ბათუმი მოლში" „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო კამპანია სურსათის ეტიკეტირების თემაზე.
„ევროკლუბის მოხალისეებთან ერთად მოქალაქეებს მივაწოდეთ ინფორმაცია სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაციების შესახებ. საინფორმაციო კამპანიის მიზანი იყო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესზე", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში