თბილისი. საია-მ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა კრიტიკული შენიშვნები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით.
საია-ს მიაჩნია, რომ „პოლიციის შესახებ" კანონში ინიცირებული ნორმები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ ძირითად უფლებებს, საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს და, აგრეთვე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განმტკიცებულ ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი