თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმიანება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის დარღვევით მიმდინარეობასა და ინსპექტორის სამსახურის ფინანსური გარანტიებით უზრუნველყოფის ვალდებულების შეუსრულებლობას.
კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას:
- საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭიროს კონკურსის წესების დარღვევით შერჩეულ კანდიდატებს;
- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადოს ახალი კონკურსი;
- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დროულად მიეწოდოს სათანადო ფინანსური სახსრები, რათა 2019 წლის 1 ივლისს საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებას საფრთხე არ დაემუქროს.
წყარო: gyla.ge