თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციის თანახმად, 10 ივნისს, გამთენიისას, ჟურნალისტს, საბა წიწიკაშვილს სამართლდამცავებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ჟურნალისტს იმ ავტოავარიის გაშუქება სურდა, რომელშიც, სავარაუდოდ, სამართალდამცავების მანქანა მონაწილეობდა.
„როგორც საბა წიწიკაშვილმა ქარტიის საბჭოს განუცხადა, მას ცენტრალურ ავტობანზე პოლიციელებმა შეუზღუდეს გადაღების უფლება და ძალის გამოყენებით გამოიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. მომხდარის გადაღება მან შორიდან მაინც შეძლო", - ვკითხულობთ განცხადებაში, - „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ასევე პროკურატურას, დროულად შეისწავლონ მომხდარი შემთხვევა და დამნაშავე პირებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრონ".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)