შიდა ქართლი. 8 და 9 ივნისს, გორში სოციალური მეწარმეობის ვორქშოფი გაიმართა.
„პროექტის ფარგლებში, მონაწილეებმა პირველ დღეს მიიღეს თეორიული ცოდნა პროექტის წერასთან, მართვასთან, შეჯამებასთან და ქსელურ კომუნიკაციებთან დაკავშირებით. მეორე დღეს, მონაწილეები განაწილდნენ ჯგუფებში, ყველა ჯგუფს ჰყავდა მოწვეული მენტორი, რომლებიც კოორდინირებაში ეხმარებოდნენ, ჩაატარეს საველე და ონლაინ კვლევები, თავიანთი სოციუმების პრობლემების შესახებ და შემდეგ მთელი დღე წერდნენ პროექტებს ამ პრობლემების მოგვარებაზე", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში