გურია. 6 ივნისს, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან" არსებული ლიდერთა სკოლის ჩოხატაურის ჯგუფისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: დროის მართვა.
„ტრენინგის მიზანი იყო, ახალგაზრდებმა დაიწყონ ფიქრი, მიიღონ გადაწყვეტილებები თავიანთი დღის დაგეგმვისას, მაგალითად, მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერების გამოყენება ართმევს მათ ძლიან დიდი დროს. ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილონ პროდუქტიულ ინვესტიციებზე, როგორიცაა კითხვა ან რაიმე ახალის შესწავლა", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში