en
ge

საკონსტიტუციო სასამართლომ IDFI-ის სარჩელი დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ IDFI-ის სარჩელი დააკმაყოფილა
თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, საქართველოში, სასამართლო გადაწვეტილებათა ხელმისაწვდომების ხარისხი საგრძნობლად გაუარესდა 2015 წლის ოქტომბრიდან.
„თუკი მანამდე სასამართლოები სრულყოფილი სახით გასცემდნენ გადაწყვტილებათა ასლებს, შემდგომ პერიოდში დამკვიდრდა გადაწყვეტილებათა გაცემაზე პერსონალურ მონაცემების დაცვის არგუმენტაციაზე მითითებით უარის თქმის პრაქტიკა. საერთო სასამართლოები ფართოდ განმარტავდნენ პერსონალური მონაცემის ცნებას და დეპერსონალიზაციის შეუძლებლობას, ისინი არ ითვალისწინებდნენ ამა თუ იმ საქმის მიმართ არსებულ განსაკუთრებით მაღალ საჯარო ინტერესს. დარღვეული იყო ბალანსი პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შორის, რადგან უპირობო უპირატესობა პერსონალურ მონაცემთა დაცვას ენიჭებოდა.
7 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა” (IDFI) და „მედიის განვითარების ფონდის" საკონსტიტუციო სარჩელები სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის საკითხზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)