თბილისი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ქვეყნის სამ მოქალაქეს, გასაჩივრებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომელთა გამოც, მათი აზრით, კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ სარგებლობენ.
ამ სამართლებრივ ნორმებს, სამსონ თამარიანსა და მერაბ მიქელაძესთან ერთად, ქვეყნის პარლამენტს მალხაზ მაჩალიკაშვილიც (პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა) ედავება.
„როდესაც ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ პროკურატურის კომპეტენციის ქვეშ ექცევა, თვითნებობის რისკები მაღალია განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ეხება სამოხელეო დანაშაულს. ამ შემთხვევაში ეს არის უფლებამოსილების გადამეტება, რომელიც სახელმწიფო ორგანოდან არის სავარაუდო დარღვევა. აქ კი თვითნებობის რისკები კიდევ უფრო იზრდება. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ნეიტრალურმა ორგანომ გააკონტროლოს. ანუ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე თუ გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული, დაზარალებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ სასამართლოში გაასაჩივროს", ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი იურისტი, თამარ სამხარაძე.
წყარო: emc.org.ge