თბილისი. „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" (TDI) პედაგოგებისთვის "წილხვდომილობის” შესახებ ლექციების ჩატარებას ეხმაურება.
„8 ივნისს მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა რეგიონში საჯარო სკოლების ასეულობით მასწავლებელს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის შესახებ თეოლოგიური ლექციები ჩაუტარეს. გავრცელებული ინფორმაციით, პედაგოგების ნაწილს ლექციაზე დასწრება დაავალეს და განსახილველი თემის შესახებ წინასწარ არ შეატყობინეს. პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ ლექციები დაეთმო ქრისტიანობისა და სახარების არსზე საუბარს და არ ყოფილა ინტერაქტიული. ამასთან, საყურადღებოა, რომ წალკის რაიონიდან რუსთავში ლექციაზე დასასწრებად ჩასული პედაგოგების უმრავლესობა მუსლიმი იყო", - ვკითხულობთ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი