აჭარა. 15-16 ივნისს, ბათუმში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის" ორდღიან ეკონომიკურ ფორუმს გამართავენ.
„ღონისძიების მიზანი ბიზნესკომპანიებში ქალთა გაძლიერება და წარმატებული ქალი მეწარმეების ისტორიების წარმოჩენაა. ფორუმის სტუმრები გაეცნობიან ინფორმაციას ქალებისთვის ხელმისაწვდომი ტრენინგების, გრანტებისა და განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ. ამას გარდა, მათ საშუალება ექნებათ, დაესწრონ აქტივობებს, რომლებიც სასტუმრო „ჰილტონსა" და ბათუმის ცენტრალურ პარკში გაიმართება", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში