en
ge

დისკუსია საკანონმდებლო ცვლილების შესახებ

აჭარა. 29 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ციხის საერთაშორისო რეფორმამ” და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით დისკუსია გამართეს. ღონისძიება მიეძღვნა საკანონმდებლო ცვლილებებს სისხლის სამართლის სფეროში, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ადგილობრივი ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილული იყო პატიმრობის კოდექსის, პრობაციის შესახებ კანონის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებები. გარდა ამისა, ადვოკატებმა ასევე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის პრობლემატური საკითხების შესახებ იმსჯელეს. ორგანიზაცებმა მსგავსი შეხვედრები თბილისში, რუსთავსა და ბათუმში უკვე ჩაატარეს, მორიგი ღონისძიება კი ზუგდიდში იგეგმება. ღონისძიებები იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა სისხლის სამართლის ჰუმანიზაციისათვის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)