თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) მიხედვით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ადამიანის უკანონო მოთავსების გამო საავადმყოფოს 5000 ლარის გადახდა დაეკისრა. „2017 წლის ოქტომბერში, მარიანა მანველიანი თავის სახლში, საკუთარი ოთახიდან გამოსვლისას მოულოდნელად რამდენიმე პოლიციელისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის წინაშე აღმოჩნდა. მათ, მარიანა დედის გამოძახების საფუძველზე, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით გადაიყვანეს. მარიანას გადაყვანა ისე განხორციელდა, რომ საპატრულო პოლიციასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს არ მოუსმენიათ მარიანას ახსნა-განმარტება ოჯახში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)