თბილისი. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ მაუწყებლობის თვითრეგულირებას მიკუთვნებული საკითხების რეგულირებაში გადატანა დაუშვებელია. „კოალიცია მიიჩნევს, რომ კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის მიმართული და დიდ საფრთხეებს შეიცავს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით მედიის თვითრეგულირების სფეროში არსებული საკითხები გადადის სახელმწიფო რეგულირების კომპეტენციაში, შესაძლებელი ხდება მედიის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრება. ეს ქმნის გამოხატვის თავისუფლების თვითნებური, დაუსაბუთებელი შეზღუდვის რისკებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)