აჭარა. 13-14 ივნისს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ გამოცხადებული კონკურსის „გახდი პასუხისმგებლიანი მოქალაქის" ფარგლებში შერჩეული კონკურსანტებისთვის ტრენინგ–სემინარი გაიმართა.
მას უძღვებოდნენ, მინდია სალუქვაძე, „ინოვაცებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის - პროგრესის სახლის" ხელმძღვანელი და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი, ნათია აფხაზავა. სემინარი ჩატარდა პროექტის „ადგილობრივი განვითარების აქტორების მდგრადი კავშირის შექმნა საქართველოში", რომელიც ხორციელდება ფონდი „პური სამყაროს” (Bread for the World) მხარდაჭერით.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)