თბილისი. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" დამფუძნებლებისთვის ქონებრივი უფლების იძულებით დათმობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2018 წლის თებერვლიდან სწავლობს ტელეკომპანია „რუსთავის 2–ის" დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებებს", - ვკითხულობთ განცხადებაში, - „აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სახალხო დამცველმა განიხილა საქართველოს მთავარ პროკურორთან შეხვედრისას და მიაწოდა ინფორმაცია გაჭიანურებული გამოძიების თაობაზე. ნიშანდობლივია, რომ მოცემულ საქმეზე ხანდაზმულობის 15 წლიანი ვადა გადის 2019 წლის ივნისში. სწორედ, ამ გარემოების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა კვლავ მიმართა 5 ივნისს პროკურატურას, რათა გარკვეულიყო მოესწრებოდა თუ არა საჭირო მასალების მოპოვება და ექსპერტიზის ბიუროსთვის მიწოდება. პროკურატურიდან პასუხი ჯერჯერობით აპარატს მიღებული არ აქვს. მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას წარმოადგინოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გაჭიანურდა საქმის გამოძიება და რატომ არ იქნა მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება აქამდე".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)