თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ეხმიანება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის მოწოდებას.
„მივიჩნევთ, რომ ამ ინიციატივის განხორციელებას, შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლების არსებული მაღალი სტანდარტისა და ოპონენტების კრიტიკული აზრის შეზღუდვა მოჰყვეს. პარლამენტში საკითხზე მუშაობისას მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული მედია და არასამთავრობო სექტორის პოზიციები, რადგან საკითხი ეხება დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს - გამოხატვის თავისუფლებას და გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას მაღალი დემოკრატიული სტანდარტების და გამოცდილების გათვალისწინებით“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)