თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხს უბრუნდება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აგრძელებს ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე მოვლენების მიმოხილვას, ვინაიდან ამ პორტის აშენება საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია. აღნიშნულ თემაზე პირველი სტატია მიმდინარე წლის 15 თებერვალს გამოვაქვეყნეთ, როდესაც ხელისუფლებიდან „თიბისი ბანკზე“ ორკესტრირებული შეტევა იყო აქტუალური. „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მთავარი სამიზნე, როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძე იყო, რადგან ის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მთავარი განმახორციელებელია“, - ვკითხულობთ TI-ის მიერ მომზადებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)