თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოუწოდებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის შემდგომ ეტაპებს ჩამოაცილოს მისი ორი წევრი - თამარ ონიანი და ზაზა ხარებავა.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არაერთი ეტაპისაგან შედგება, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თითოეულ ხმას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გადაწყვეტილების მიღებაში საბჭოს იმ წევრების მონაწილეობა, რომელთა ჩართულობის კანონიერების მიმართ საზოგადოებას ლეგიტიმური კითხვები უჩნდება, კიდევ უფრო ართულებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ობიექტურად, კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად წარმართვის შესაძლებლობას და ამცირებს საზოგადოების ნდობას ამ პროცესის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: https://www.gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)