თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ლგბტქი თემის წევრებს მაქსიმალური სიფრთხილის ზომების მიღებისკენ მოუწოდებს მათი სამართლებრივი დახმარებისთვის ცხელ ხაზს ამუშავებს, ნომერზე - 555 224 257.
„ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მობილიზებამ და თბილისის ქუჩებში გადაადგილებამ ინტენსიური სახე მიიღო და უსაფრთხოების მაღალი რისკები შექმნა. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები, უფრო ფართედ, ლგბტქი თემის წევრები და არანორმატიული გენდერული გამოხატვის მქონე ადამიანები“, - აღნიშნულია EMC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)