თბილისი. 23 ივნისს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) სააპელაციო სასამართლოს მიმართა და 20 ივნისს, პარლამენტთან გამართულ აქციასთან კავშირში, დაკავებული ოთხი პირისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმება მოითხოვა.
„EMC-ის დაცვის ქვეშ მყოფ ოთხივე დაკავებულს რამდენიმე წუთიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, სასამართლომ 12 და 13 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის ახსნა-განმარტებების საფუძველზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის ჩადენისთვის, შეუფარდა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)