თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციების მმართველი პარტიის ინიციატივას ეხმაურებიან და დარჩენილი მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
„მნიშვნელოვნად ვაფასებთ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას, რომლის ქმედებებმა/უმოქმედებამ დიდწილად გამოიწვია საზოგადოების პროტესტი. ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლო ნომინირების შესახებ, რაც დადასტურების შემთხვევაში, საზოგადოების სამართლიანი პროტესტის უგულვებელყოფა იქნება.
ასევე, მივესალმებით მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემით. პროპორციული სისტემა ე.წ. ბუნებრივი ბარიერით (0.67%) ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების საპარლამენტო მანდატებში გარდასახვას და პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დაბალი ბარიერი, როგორც წესი, ართულებს საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის ფორმირებას და ზრდის პოლიტიკური პარტიების ფრაგმენტაციის რისკს. საზოგადოებას აქვე შევახსენებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომ პროპორციულ სისტემებში სასურველია შემოღებულ იქნეს 3-5%-იანი ბარიერი“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)