თბილისი. 26 ივნისს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) ერთად წარადგინა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში მოსამართლის როლზე ჩატარებული თვისებრივი კვლევის შედეგები. კვლევა მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის (FAIR)“ ფარგლებში.
„კვლევა მიზნად ისახავდა მოსამართლის როლთან დაკავშირებით იმ საკითხების გამოვლენას, რომლებსაც მნიშვნელოვნად მიიჩნევენ პროფესიული ჯგუფები (მოსამართლეები და ადვოკატები) სამართლიანი, მიუკერძოებელი და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)