en
ge

ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულებს თავისუფლება აღეკვეთათ

ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულებს თავისუფლება აღეკვეთათ

თბილისი. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ვიტალი საფაროვის ჯგუფურად, განზრახ მკველობის ჩადენის მუხლით ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

„მოსამართლე შორენა გუნცაძემ ბრალდებულებს მკვლელობის მოტივად მოხსნა 109-ე მუხლის ბ ქვეპუნქტი, რაც გულისხმობს რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობას და ბრალდებულები მხოლოდ ჯგუფურ მკვლელობაში ცნო ბრალდებულად.

ავთანდილ კანდელაკიშვილსა და გიორგი სოხაძეს 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯათ. პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის სექტემბრიდან.

25 წლის ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს, თბილისის ცენტრში, დიუმას ქუჩაზე მოკლეს”, ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის გვერდზე სოციალურ ქსელში.

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)