en
ge

საია სააპელაციო სასამართლოში საჩივრებს წარადგენს

საია სააპელაციო სასამართლოში საჩივრებს წარადგენს

თბილისი. 21 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ არაერთ პირს სათანადო მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

„სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელთა ახსნა-განმარტებებს, მათ მიერ შედგენილ სამართალდარღვევისა და დაკავების ოქმებს.

საია მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას დაკავებულმა პირებმა ვერ ისარგებლეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, დაირღვა სასამართლოს მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის პრინციპი.

ამიტომ, საია 12 პირის სახელით, რომლებსაც ჯარიმის გადახდა დაეკისრათ, სააპელაციო სასამართლოში საჩივრებს წარადგენს. ჯარიმის დაკისრების შესახებ 21 ივნისს მიღებული დადგენილებების გასაჩივრების ვადა 1 ივლისს იწურება”, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)