en
ge

პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2018 წლის ანგარიში

პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2018 წლის ანგარიში

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა „პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2018 წლის ანგარიში“ წარმოადგინა. 

„ანგარიშში ასახულია ქვეყანაში თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის ადგილებში წამებისა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა. პენიტენციური სისტემის მიმართულებით შემუშავდა პენიტენციური სისტემის განვითარების 2019-2020 გეგმა.მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის 2017 წლის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც წამებისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის პროცედურული და ინსტიტუციური გარანტიების გაძლიერებისკენ იყო მიმართული, კვლავ შეუსრულებელია. მნიშვნელოვანი გამოწვევა და სერიოზული საფრთხის შემცველია კრიმინალური სუბკულტურა. ანგარიშში მიმოხილულია დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივად მოთავსების პრაქტიკა, უსაფრთხოების ზომების შესაბამისი დასაბუთების გარეშე ჩატარება, რეაბილიტაციის ღონისძიებების სიმცირე, დაწესებულებებში არსებული გადატვირთულობა და ფიზიკური გარემოს კუთხით არსებული პრობლემები“, - ვკითხულობთ თანდართულ ინფორმაციაში.

სრულად 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)