თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის არასათანადო მოპყრობის ფაქტზე საქართველოს პასუხისმგებლობა დაადგინა.
„წინამდებარე გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა და განმარტა, რომ საქმეში არსებული ობიექტური მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ 2011 წლის 26-27 მაისს მომჩივანმა ხელისუფლების კონტროლის ქვეშ ყოფნისას მიიღო მრავალი სახის დაზიანება სახისა და ტანის არეში, რომელიც მას დაკავებამდე არ ჰქონდა. ამასთან, სახელმწიფომ ვერ შეძლო, წარმოედგინა დამაჯერებელი არგუმენტი, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული დაზიანებები. ამის საპირისპიროდ, სახელმწიფომ წარმოადგინა კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ პროკურორის დადგენილება, რომლითაც საგამოძიებო ორგანოები ადასტურებენ, რომ საქმეში არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობის განხორციელების ფაქტზე“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)