აჭარა. 26 ივნისს, ასოციაცია „ათინათის“ ახალგაზრდული ცენტრი ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრს ეწვია.
„სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ცენტრებმა ერთობლივად განახორციელეს რელიგიური ტურები ბათუმის საკათედრო ტაძარში, სომხური სამოციქულო ეკლესიაში, სინაგოგასა და მეჩეთში. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია ქრისტიანული ტაძრის, ებრაული და მუსლიმანთა სალოცავების შექმნის ისტორიის, არქიტექტურული კომპოზიციის, ადათ-წესებისა და რელიგიური ტრადიციების შესახებ“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)