სამეგრელო. 28 ივნისს, ზუგდიდის აგროსახლში ჩატარდა ტრენინგი „ქალთა როლი ადგილობრივი თვითმართველობის საქმიანობაში“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სენაკის, მარტვილის, აბაშის, ხობის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის ქალთა სათემო ჯგუფებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
„შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ, რომელმაც გაუზიარა ტრენინგის მონაწილეებს ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს საქმიანობისა და მუნიციპალური პროგრამების შესახებ. შეხვედრას უძღვებოდნენ ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ელენე რუსეცკაია და გენდერის ექსპერტი, მამუკა გაჩეჩილაძე“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)