თბილისი. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ფორუმი "საჯარო პოლიტიკა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მხარდასაჭერად". ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ქართული ბიზნესის, სახელმწიფოს, დონორი და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ფორუმის სპიკერებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს დასავლეთ ქვეყნების გამოცდილება და ესაუბრნენ იმ საჯარო პოლიტიკის ინსტრუმენტებზე, რომელიც ხელს შეუწყობს CSR-ის განვითარებას.
ფორუმი გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)