თბილისი. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“ (ეროვნული არქივი) წინააღმდეგ.
სასამართლომ მოპასუხე მხარეს დაავალა ინფორმაციის გაცემა საარქივო ფონდის დოკუმენტებზე დაშვების შესახებ განხილულ განცხადებათა და მათზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული არქივის განცხადებით, ის არ აწარმოებდა IDFI-ის მიერ მოთხოვნილ სტატისტიკურ მონაცემებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)