კახეთი. მედიის განვითარების ფონდის მკვლევარები, სოფო გელავა და ნანა რაფავა, სოფელ დუისის სკოლის მოსწავლეებს ფოტომანიპულაციაზე, ინტერნეტ ტროლებსა და კიბერჰიგიენაზე ესაუბრნენ.
„სემინარების ციკლი „გაზომე სიმართლე!“ პროექტის „ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლიანი მედია მოხმარებისთვის“ ფარგლებში ტარდება, რომელსაც მხარს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უჭერს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)