en
ge

სახალხო დამცველის აპარატმა 20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმის შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა 20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმის შესწავლა დაიწყო

თბილისი. 2019 წლის 2 ივლისიდან სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წლის 20-21 ივნისს შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის (#074220619801) შესწავლა დაიწყო. 

„სახალხო დამცველის აპარატი გამოძიების პროცესს ეფექტიანი გამოძიების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შეაფასებს. შეფასების კრიტერიუმები გამოძიების დამოუკიდებლობის, დროულობის, ზედმიწევნითობის, კომპეტენტურობისა და დაზარალებულის მონაწილეობის ელემენტები იქნება. სახალხო დამცველის აპარატი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმას, ჩატარდა თუ არა ყველა აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, ეს მოქმედებები ჩატარდა თუ არა დროულად და ხომ არ არის სახეზე გამოძიების პროცესის არაგონივრული გაჭიანურება, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა თუ არა ჯეროვანი გულისხმიერებით და ამომწურავად“, - ხაზგასმულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023