თბილისი. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ფორუმი „საჯარო პოლიტიკა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მხარდასაჭერად”.
„ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ქართული ბიზნესის, სახელმწიფოს, დონორი და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. სპიკერებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს დასავლეთ ქვეყნების გამოცდილება და ესაუბრნენ იმ საჯარო პოლიტიკის ინსტრუმენტებზე, რომელიც ხელს შეუწყობს CSR-ის განვითარებას.
CSRDG მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად იმედოვნებს, რომ ფორუმი საჯარო პოლიტიკაში CSR-ის საკითხის დაყენებისაკენ წინ გადადგმული ნაბიჯია”, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)