en
ge

როგორი იქნება თვითმმართველი ერთეული 2014 წელს

კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის" ფარგლებში  საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული „დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის" პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი ესწრებოდა.
შეხვედრას დაინტერესებული პირები, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თენგიზ შერგელაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების მმართველი რგოლები არჩევითი იქნება, ასევე, დაინერგება სამხარეო თვითმმართველობის ძირითადი ელემენტები, რაც გულისხმობს მხარეების დონეზე წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნას, ცალკეული ექსკლუზიური უფლებამოსილებების მინიჭებას და დამოუკიდებელ ბიუჯეტს: ,,ყველა მუნიციპალურ თვითმმართველ ერთეულს და მხარეს ექნება საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი, ხოლო საგადასახადო შემოსავლების გამიჯვნისას კანონმდებლობით გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი, ზიარი და საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადები. 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდგომ ეტაპზე განხორციელდება ახლად ჩამოყალიბებული სისტემის შემდგომი სრულყოფა ინსტიტუციური, საფინანსო-ეკონომიკური, მართვის ეფექტიანობისა და დემოკრატიულობის კუთხით. თვითმმართველობის კონცეფციის განხილვა რეგიონებში დაიწყო და საქართველოს ყველა რეგიონში განხორციელდება, რათა რეფორმის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები თითოეულ მოქალაქემდე სწორად და გასაგებად იქნეს მიტანილი".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)