კახეთი. ყვარლის პედაგოგებისთვის მედია და ინფორმაციული წიგნიერების ტრენინგი გაიმართა.
„მედიის განვითარების ფონდის მკვლევარებმა სოფო გელავამ და ნანა რაფავამ ყვარლის #1 საჯარო სკოლაში ფოტო და ვიდეო მანიპულაციაზე, ინტერნეტ ტროლების ამოცნობაზე, კიბერჰიგიენასა და კიბერბულინგზე ისაუბრეს.
ღონისძიება პროექტის „სკოლებში მედიაწიგნიერების და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც მხარს საქართველოში ნიდერლანდების საელჩო უჭერს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)