თბილისი. „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანსიაზე მიმდინარე კონკურსს ეხმიანება და მიაჩნია, რომ კონკურსის მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზები, მთელი პროცესის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
შესაბამისად, - „კონსტიტუციის 42-ე მუხლი მოუწოდებს: საქართველოს პარლამენტს - ინიცირება გაუკეთოს და განიხილოს სასამართლოში კლანური მმართველობის შესახებ რეზოლუციის პროექტი, რომელიც პარლამენტში შეტანილი იქნა 2019 წლის 4 ივნისს; უმოკლეს ვადებში განიხილოს და გადაწყვიტოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ზაზა ხარებავას უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფში უზრუნველყოს „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ წარმომადგენელთა მონაწილეობა; საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - დროულად განიხილოს და გადაწყვიტოს კონკურსის მიმდინარეობისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თამარ ონიანის აცილების საკითხი; - უზრუნველყოს კანდიდატთა მონაცემების საჯაროობა“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)