იმერეთი. ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „Erasmus+“ პროექტის - „JOURNEY - ერთობლივი ორგანიზაცია ახალგაზრდების სამეწარმეო სოფლის ქსელების გაერთიანებისთვის“ - ფარგლებში, რომელსაც „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო“ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს, ახალგაზრდები პოლონეთში იმყოფებოდნენ.
პროექტის ფარგლებში შერჩეულმა 7-მა ახალგაზრდა მენტორმა საქართველოდან, პირველ ეტაპზე, გადამზადების კურსი იტალიაში გაიარა. სასწავლო ვიზიტი პოლონეთში გადამზადების მეორე ეტაპს წარმოადგენდა. ვიზიტი მოიცავდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრას აზერბაიჯანელი, უკრაინელი და ქართველი ახალგაზრდებისთვის, მათთვის გუნდურად მუშაობის სხვადასხვა მეთოდებისა და საშუალებების გაცნობას.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)