en
ge

„ღია საზოგადოება“ მოსამართლეობის კანდიდატებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

„ღია საზოგადოება“ მოსამართლეობის კანდიდატებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

თბილისი. „ღია საზოგადოების ფონდი“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მონაცემების შესწავლის ალტერნატიული პროცესის შესახებ იუწყება და კანდიდატებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. 

„საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებისა და ამ სისტემაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს როლისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გადაწყდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების ალტერნატიული პროცესის წარმოება, რომლის ფარგლებშიც, მოხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული/ნომინირებული 20 კანდიდატის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება, რის საფუძველზეც თითოეულ კანდიდატზე შეიქმნება დოკუმენტი (ე.წ. პორტფოლიო), რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს“, - ვკითხულობთ ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „შესაბამისად, ფონდი მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატს, გამოავლინოს მაღალი პროფესიული სტანდარტი და მოგვაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელი და საჭიროა, კანდიდატის კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის შესაფასებლად“. 

სრულად 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)